პასუხისმგებლობაზე დამყარებული ურთიერთობები

პირველი სესხი


  • სესხის მაქსიმალური თანხა 50-300 ლარამდე
  • სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა არის 30 დღე
  • სსაკომისიოს დარიცხვა ხდება ყოველდღიურად სესხის თანხაზე.
  • საკომისიო შეადგენს 0.066%-ს დღეში (2% 30 დღეში)
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 27%
  • საკომისიოს დარიცხვა ხდება მაქსიმუმ სესხის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში.
  • სესხის დაფარვა შესაძლებელია გაცემიდან მინიმუმ 5 დღის შემდეგ
  • სესხის წინსწრებით დაფარვისას გადაიხდება საკომისიო მხოლოდ დღეების იმ რაოდენობაზე, რამდენი დღითაც ისარგებლა სესხით მსესხებელმა.
  • სესხის გახანგრძლივების საკომისიო შეადგენს 0.8%
  • სესხის ვადაგადაცილების საკომისიო შეადგენს 1.5%
  • ჯარიმის დარიცხვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 60 დღეს.
  •  

1 თვემდე ვადით სესხის პირობები


  • პირველი სესხის ლიმიტი 300 ლარი
  • გამეორებითი სესხის ლიმიტი 2000 ლარამდე
  • სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა არის 30 დღე
  • საკომისიოს დარიცხვა ხდება ყოველდღიურად სესხის თანხაზე.
  • საკომისიო შეადგენს დღიურ 0.2%
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 100%-მდე
  • საკომისიოს დარიცხვა ხდება მაქსიმუმ სესხის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში.
  • სესხის დაფარვა შესაძლებელია გაცემიდან მინიმუმ 5 დღის შემდეგ.
  • სესხის წინსწრებით დაფარვისას გადაიხდება საკომისიო მხოლოდ დღეების იმ რაოდენობაზე, რამდენი დღითაც ისარგებლა სესხით მსესხებელმა.
  • სესხის ვადაგადაცილების საკომისიო შეადგენს 0.4 %

 

  1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

    ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    @ა) გამსესხებელი, კრედიტორი - შპს „ონლაინკრედიტი“ (ს/ნ 400094483, მის: თბილისი, მუხიანი, II მ/რ, კორ. 10, ბ. 2, ელ. ფოსტის მის: info@onlinecredit.ge);
    ბ) მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
    გ) სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ხდება ელექტრონულად (რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იფარგლება მის მიერ ამფორმით გამოვლენილი ნებით).
    დ) ხელშეკრულების დადების შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;
    ე) სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ფორმა, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების დადებაზე.
    ვ) ოფერტი - მსესხებლის მიერ თანხის გატანის მოთხოვნა, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი;
    ზ) აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის მისამართზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვის მომენტიდან;
    თ) ექსპრეს სესხი - თანხა, რომელიც გაიცემა მსესხებელზე და ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
    ი) საკომისიო, პროცენტი - სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც (სასყიდლის ფორმით) მსესხებელს წარმოეშობა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას@

@კ) პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას;
ლ) სესხის გატანის საკომისიო- მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის გატანისას მის მიერ შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობიდან@.

@მ) გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულია მის ვებგვერდზე;
ნ) მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ, ან რომლიდანაც ხორციელდება საცდელი გადახდა და რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა;
ო) იდენტიფიკაცია - მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვა ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);
პ) მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით;
ჟ) სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის უკან დაბრუნების ვალდებულება;
რ) სესხის ვადა - გამსესხებლის ვებგვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებგვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით დადასტურებული;
ს) გადავადება - გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება მსესხებლის მიერ საკომისიოს გადახდის შემდგომ;
ტ) გამსესხებლის ვებგვერდი - www.onlinecredit.ge;
უ) პერსონალური კოდი - მსესხებლისათვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის.@

ფ) სესხის ნომერი - გამსესხებლის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება კონკრეტული სესხის იდენტიფიცირებისათვის.

ქ) სესხის ლიმიტი - კრედიტორის მიერ მსესხებლისათვის დამტკიცებული თანხა რომლითაც მას შეუძლია ისარგებლოს.

ღ) ათვისებული ლიმიტი - სესხის თანხა, რომელიც მსესხებელმა გამოყენა კრედიტორის მიერ დამტკიცებული ლიმიტიდან.

ყ) სავალდებულო საკომისიო - თანხა რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში დაიწყება პირგასამტეხლოს დარიცხვა და მსესხებელი ვეღარ ისაგრებლებს დარჩენილი ასათვისებელი სესხის ლიმიტის. 

  1. ზოგადი დებულებები

    2.1. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:
    ა) არის ფიზიკური პირი 18-დან 65 წლამდე;
    ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არიმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის,მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
    გ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
    დ) არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;
    ე) არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
    ვ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არარსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;
    ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
    თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
    2.2 სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
    2.3. მსესხებელს უნდა გააჩნდეს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში.

 

  1. სესხის მოთხოვნა და სესხის გაცემა

    3.1. ექსპრესს სესხი მომხმარებელს უმტკიცდება ავტომატურად შპს ონლაინკრედიტის სისტემაში მის საკრედიტო ისტორიაზე დაყრდნობით. სესხის მაქსიმალური ლიმიტი და ვადა განსაზღვრულია წინასწარ.

3.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხით სარგებლობლობისთვის არ არის აუცილებელი სპეციალური განაცხადის ფორმის შევსება , ვინაიდან აღნიშნული სესხი გაიცემა მხოლოდ იმ მსესხებელებზე, რომლებსაც წარმატებით აქვთ დასრულებული შპს ონლაინ კრედიტიდან აღებული ბოლო სესხი (შესაბამისად მათი მონაცემები იდენტიფიცირებულია და არ საჭიროებს დამატებით გადამოწმებას) და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არ აღემატება 5 კალენდარულ დღეს.

3.3. პირველი ექსპრესს სესხის ოდენობა ლიმიტირებულია და არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს

3.3.1 განმეორებით ექსპრესს სესხით სარგებლობისას კრედტორი უფლებამოსილია გაზარდოს სესხის ლიმიტი თავისი შეხედულებისამებრ მსესხებლის კრედიტუნარიანობის გათვალისწინებით.

3.4. იმ შემთხვევაში , თუ მსესხებლის მიერ შპს ონლაინ რედიტიდან აღებული და წარმატებით დასრულებული ბოლო სესხის ოდენობა ნაკლებია 150 ლარზე, ლიმიტი განისაზღვრება უკვე დასრულებული სესხის ოდენობით

3.5 სესხის მოთხოვნით და ველი „ვადასტურებ, რომ გავეცანი www.onlinecredit.ge- ს ხელშეკრულებას, დანართი N1-ს და ვეთანხმები პირობებს“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს). 

3.5.1 მსესხებლის სასარგებლოდ დამტკიცებული სესხის ლიმიტიდან ყოველ ათვისებულ ახალ ლიმიტზე(თანხაზე) გადაიგზავნება ახალი დანართი თავის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (მაგ. დანართი #2, დანართი #3 და ასე შემდეგ), ძირითადი ხელშეკრულების ნომრით.

3.5.2 ახალი დანართი არ აუქმებს მსესხებლის მიერ წინა დანართით ნაკისრ ვალდებულებებს და ძალაშია მსესხებლის მიერ ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
3.6. სესხის მოთხოვნის შემდგომ ხდება მსესხებლის ბარათის იდენტიფიკაცია, რისთვისა აუცილებელია მსესხებელმა მოახდინოს შემოტანის ოპრაცია  10 თეთრის ოდენობით, რათა მოხდეს ბარათის სისტემაში დამატება. ვერიფიკაციისთვის შემოტანილი 10 თეთრი მომდევნო 24 საათის განმავლობაში უკან დაგიბრუნდებათ გატანის საკომისიოს გამოკლებით.

3.7 ექსპრესს სესხის დარიცხვა ხდება მხოლოდ მსესხებლის მიერ სისტემაში 3.2 მუხლის შესაბამსად დამატებულ აქტიურ საბანკო ბარათებზე.

3.8 სესხის გატანის საკომისიო შეადგენს ფიქსირებულ 1.20 ლარს (ერთი ლარი და ოცი თეთრი) მსესხებლის მიერ განხორციელებულ თანხის გატანის თითოეულ ტრანზაქციაზე.
 

4  ექსპრესს სესხის ვადა და გადახდის პირობები

4.1. ექსპრესს სესხი გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით

4.2 მსესხებელს შეუძლია, სესხის დაფარვა სესხის გაცემიდან 1 (ერთი) საათის შემდეგ.
4.2.1. ყოველდღიურად მომხმარებელს ერიცხება მიმდინარე ათვიებული ექსპრეს სესხის საკომისიო 0.6%-ს ოდენობით, გაცემის და დაფარვის დღის ჩათვლით.

4.2.2 სესხის სრულად დაფარვისას სესხზე დარიცხული მინიმალური გადასახდელი საკომისიო განისაზღვრება 3 ლარის ოდენობით. 

4.2.3 სესხზე დარიცხული საკომისიოს გადახდა სავალდებულოა სესხის გაცემიდან ყოველ მე-40 (ორმოცი) დღეს.

4.3 იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი მე-40 დღეს არ დაფარავს მიმდინარე სავალდებულო გადასახდელ ს, 41-ე დღიდან დაიწყება პირგასამტეხლოს დარიცხვა ათვისებული ლიმიტის თანხის 1.5% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.

4.4. სესხის დაფარვის დღის უქმე ან დასვენების დღეზე დამთხვევის შემთხვევაში გადახდის დღედ ითვლება უქმე და დასვენების დღეც.

4.5. გადახდები ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით ან სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებით, შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.

4.6.    გადახდები ხდება სესხის თანხის ვალუტაში. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე გამსესხებლის მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

4.7.    მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანის დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარის და მსესხებლისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის მითითება.

4.6.    თუ გამსესხებელი იღებს გადახდას,  რომლის ამოცნობა შეუძლებელია,  ამოცნობის მომენტამდე  მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება  და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

4.7.    თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, პირგასამტეხლოს დაკისრება გრძელდება სესხის ძირ თანხაზე.

4.8.    სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება (ვალდებულების შესრულებით) გამსესხებლის საბანკო  ანგარიშზე  სესხის  თანხის,  მასზე დარიცხული პროცენტის,  პირგასამტეხლოსა  და  ასანაზღაურებელი ხარჯების შესაბამისი თანხის (არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში. 

4.9.    მსესხებელი უფლებამოსილია მოახდინოს სესხის ვადამდე სრულად დაფარვა. სესხის ვადამდე სრულად დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი იხდის სესხის თანხას და პროცენტს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც პროცენტი გადასახდელი იქნება სესხის დაბრუნების დღისათვის.  მსესხებელი არ არის ვალდებული აცნობოს გამსესხებელს წერილობით ან სხვა ფორმით სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ. ასეთი გადახდა ადასტურებს მსესხებლის სურვილს, განახორციელოს მთლიანი გადახდა ვადაზე ადრე.

4.10   სესხის დამტკიცების შემდეგ, სესხის ხელშეკრულებასთან ერთად მსესხებელს ეგზავნება სესხის დაფარვის გრაფიკი და დეტალური პირობები (დანართი N1), რომელიც წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.  

4 1 . ხელშეკრულების შესრულების ადგილი ხელშეკრულების შესრულების ადგილად განისაზღვრება ქ. თბილისი .

 

5        სესხის ვადის გადავადება

5.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექსპრესს სესხით სარგებლობისას  მსესხებელი შეზღუდულია გადავადების უფლებით, კერძოდ გადავადება არ ხდება.

 



6. პასუხისმგებლობა

6.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6.2. მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულიად აცნობიერებს გადახდების შეყოვნებასთან დაკავშირებულ შედეგებს. 
6.3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებგ.ვერდზე დარეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდგომ.

6.3.1 მსესხებელი ვალდებულია დაიცვას შპს ონლაინკრედიტის ელექტრონულ სისტემაში მის მიერ დარეგისტრირებული საკუთარი მომხმარებლის პროფილის უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მსესხებელს (პროფილის მესაკუთრეს).
6.4.მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორით. 
6.5.ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი და უძლეველი ძალა, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, მათ შორის მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად.
6.6.თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/დადასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან. 
6.7.მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.


7. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

7.1. გამსესხებელი უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), ასევე გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან მსესხებელზე ინფორმაცია. რაზეც მსესხებელი აცხადებს თანხმობას აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით.

მესამე პირს ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს:

ა) კანონის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) საკრედიტო ისტორიის სააგენტოს, თაღლითობასთან მებრძოლ სააგენტოს ან სხვა მსგავსი ორგანიზაციას, რომელიც ცენტრალიზებულად იღებს ინფორმაციას ერთმანეთთან დასაკავშირებლად;

გ) პრობლემური სესხების ამოღების გარე პარტნიორებს;

         დ) საპროცესინგო ცენტრს ან სხვა მესამე პირს, რომელიც გადახდის პროცესინგს უზრუნველყოფს.

7.2. ხელშეკრულებაზე დათანხმებით მსესხებელი ეთანხმება, რომ მისთვის სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით, ასევე გამსესხებლის საოპერაციო საქმიანობის, სესხის დაბრუნების/ამოღების ან სხვა დაკავშირებული მიზნებისათვის შესაძლოა მსესხებლის პირადი მონაცემები გამჟღავნებული იქნას გამსესხებლის შიდა პერსონალთან შეზღუდვის გარეშე.

7.3. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს„კრედიტინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება დაგავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ.

7.31. წინამდებარე ხელშეკრულებით მსესხებელი აცხადებს თანხმობას და გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებამოსილებას , რომ შპს ონლაინ კრედიტმა ს/კ 400094483  მოითხოვოს, მოიძიოს, დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები სს „ კრედიტინფო საქართველოს „ ს/კ 20447070 საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზიდან .

7.32.  წინამდებარე ხელშეკრულებით მსესხებელი აცხადებს თანხმობას, იმის შესახებ , რომ გამსესხებელმა, შპს ონლაინ კრედიტმა ს/კ 400094483   სესხის მოთხოვნიდან ნებისმიერ დროს გადაამოწმოს სს „ კრედიტინფო საქართველოს“  ს/კ 20447070  საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში  მის შესახებ არსებული ინფორმაცია სხვა ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.

7.33.  მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით სესხის მოთხოვნისას მსესხებლის თანხმობა სს „ კრედიტინფო საქართველოს“  ს/კ 20447070  საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზადინ მის შესახებ არსებული მონაცემების მოთხოვნაზე, მოძიებაზე, დამუშავებაზე გამოიხატება მსესხებლის მიერ დამატებითი სიმბოლოს „1“ მოკლეტექსტური შეტყობინების გამოგზავნით.

შენიშვნა: თანხმობა - მონაცემთა სუბიექტის (მსესხებლის) მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ  მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება (მსესხებლის), რაც ამ შემთხვევაში გამოიხატება მხარეთა შორის არსებული ამ ხელშეკრულების დადებით.

 

7.4.გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

  1.    ხელშეკრულების შეწყვეტა

 

8.1  მსესხებელს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ გამსესხებელი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

8.2  ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

8.3. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში: 
       ა) მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 დღეზე მეტ ხანს;
       ბ) გამსესხებელისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატებასესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;
       გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;
დ)  მსესხებლი გახდა გადახდისუუნარო.
8.4. გამსესხებელი ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას, თუ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა გადააჭარბებს 30 (ოცდაათი) დღეს.

8.5 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, არსებობის შემთხვევაში სხვა ხარჯების  ჩათვლით. 



9 .    შეტყობინება

9.1    წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:
         ა) მის მიერ მითითებულ მისამართზე;
         ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
         გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.
9.2.  მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე. 
9.3 . შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.
9.4 . მსესხებელი,ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.
9.5. 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით. 
9.6  მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის თანხის, გადასახდელი პროცენტის ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობას. 
9.7  თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.
9.8. 9.6 პუნქტით გათვალისწინებული, ასევე სხვა ნებისმიერი შეტყობინება გამსესხებლის მიერ მიღებულად ჩაითვლება, თუ ის შედგენილია წერილობით და ბარდება გამსესხებელს მისამართზე.
9.9. თუ გამსესხებელმა მსესხებელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაუგზავნა წერილობითი შეტყობინებები ვადაგადაცილების შესახებ ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა შეკვეთილი წერილები, მას აქვს უფლება მოითხოვოს მსესხებლისგან გაწეული ხარჯების ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 10 ლარისა ერთი წერილისათვის.  

9.10  წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ გამსესხებელმა გადასცეს მსესხებლის პერსონალური ინფორმაცია შპს „საქართველოს ფოსტა“-ს (ს/კ 203836233) მე-9 მუხლში აღნიშნული შეტყობინების მიწოდების მიზნებისათვის.

 

  1. უფლებამონაცვლეობა

 

10.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე,  ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე  უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს.

10.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

10.3. ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  ყველა  უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის  უფლებამონაცვლეებზე.

  1. დავების გადაწყვეტა

    11.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.
    11.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის საფუძველზე.

 

  1. ექსპრეს სესხის ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

12.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მსესხებლის მიერ მითითებულ რომელიმე საბანკო ანგარიშზე ლიმიტირებული თანხის დარიცხვის მოთხოვნის დღიდან.

12.2. ექსპრეს სესხის  ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებამდე.

 

  1. სხვა პირობები

    13.1. თუ მსესხებელი არ ასრულებს თავის მოვალეობებს, გამსესხებელს შეუძლია გადასცეს მესამე პირს სესხის ამოღების, ასევე პირადი მონაცემების გადამუშავების და ამ მონაცემების საჯარო ბაზაში განთავსების უფლება.
    13.2. დაგვიანებული თანხის ამოღების შემთხვევაში ამოღების ხარჯებს ფარავს მსესხებელი, რაზეც მსესხებელი არის თანახმა. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.
    13.3. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული ხელშეკრულება.

13.4. ნებისმიერი დანართი, რომელიც მსესხებელს გაეგზავნება პერსონალურ ვებ გვერდზე წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს

 

 

 

12 თვემდე ვადით 2000 ლარამდე სესხი


  • სესხის მაქსიმალური ვადა 12 თვე
  • სესხის მაქსიმალური თანხა 2000 ლარი
  • სესხის საკომისიო თვეში 8%.
  • სესხის გადახდის მეთოდი - ყოველთვიური, ანუიტეტური-თანაბარი გადახდები
  • წინასწარ დაფარვა შესაძლებელია 3 და მეტი თვის ვადით გაცემული სესხების.
  • წინასწარ დაფარვას არ აქვს საკომისიო
  • წინასწარ დასაფარი თანხა უნდა აღემატებოდეს 200 ლარს. წინსწრებით დასაფარი თანხა შეიძლება იყოს 200 ლარზე ნაკლები მხოლოდ იმ შემთხვევაშ თუ დასაფარი ძირი ნაკლებია წინასწარ გადასახდელ თანხაზე და ამ ოპერაციით სესხი სრულად ნულდება.
  • წინასწარ დაფარვა შესაძლებელია სესხით სარგებლობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ
  • ვადაგადაცილების საკომისიო შეადგენს გადასახდელი თანხის 0.8% ყოველდღიურად.
  • სესხით სარგებლობისას იგულისხმება, რომ წლის ყოველი თვე არის 30 დღიანი და წელიწადში არის 360 დღე.

1 თვემდე ვადით 2000 ლარამდე სესხი

  • სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა არის 30 დღე
  • საკომისიოს დარიცხვა ხდება ყოველდღიურად სესხის თანხაზე.
  • საკომისიო განისაზღვრება მსესხებლის სტატუსის შესაბამისად, რომელსაც აქვს შემდეგი სტრუქტურა:
    • პირველი სესხი (სტატუსი-სტანდარტი) - დღეში 0,70%
    • მეორე სესხი (სტატუსი - სილვერი) - დღეში 0.60%
    • მესამე სესხი (სტატუსი - გოლდი) - დღეში 0,50%
    • მეოთხე და შემდეგი სესხი (სტატუსი პლატინუმი) - დღეში 0.44%
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 885 დან 343%
  • საკომისიოს დარიცხვა ხდება მაქსიმუმ სესხის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში.
  • სესხის დაფარვა შესაძლებელია გაცემიდან მინიმუმ 5 დღის შემდეგ.
  • სესხის წინსწრებით დაფარვისას გადაიხდება საკომისიო მხოლოდ დღეების იმ რაოდენობაზე, რამდენი დღითაც ისარგებლა სესხით მსესხებელმა.
  • მსესხებლის სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელია, რომ მიმდინარე და წინა სესხის გაცემის თარიღებს შორის იყოს 15 დღის სხვაობა.
  • სესხის გახანგრძლივების მაქსიმალური ვადა არის 90 დღე
  • სესხის გახანგრძლივების საკომისიო შეადგენს 0.8%
  • სესხის ვადაგადაცილების საკომისიო შეადგენს 1.5%
  • ჯარიმის დარიცხვის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 30 დღეს.


1 წლამდე ვადით 2000 ლარამდე სესხი

  • სესხის მაქსიმალური ვადა 12 თვე
  • სესხის მაქსიმალური თანხა 2000 ლარი
  • სესხის საკომისიო თვეში 8%.
  • სესხის გადახდის მეთოდი - ყოველთვიური, ანუიტეტური-თანაბარი გადახდები
  • წინასწარ დაფარვა შესაძლებელია 3 და მეტი თვის ვადით გაცემული სესხების.
  • წინასწარ დაფარვას არ აქვს საკომისიო
  • წინასწარ დასაფარი თანხა უნდა აღემატებოდეს 200 ლარს. წინსწრებით დასაფარი თანხა შეიძლება იყოს 200 ლარზე ნაკლები მხოლოდ იმ შემთხვევაშ თუ დასაფარი ძირი ნაკლებია წინასწარ გადასახდელ თანხაზე და ამ ოპერაციით სესხი სრულად ნულდება.
  • წინასწარ დაფარვა შესაძლებელია სესხით სარგებლობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ
  • ვადაგადაცილების საკომისიო შეადგენს გადასახდელი თანხის 0.8% ყოველდღიურად.
  • სესხით სარგებლობისას იგულისხმება, რომ წლის ყოველი თვე არის 30 დღიანი და წელიწადში არის 360 დღე.


 ყველა აპლიკანტი ვალდებულია სრულად გაეცნოს სესხით სარგებლობის პირობებს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა თავიდან აირიდოს მომავალში გაუთვალისწინებელი ფინანსური რისკებით წარმოქმნილი პრობლემები.

 ჩვენ ვათავაზობთ საკუთარ მომხმარებელს სხვადასხვა თანხის ლიმიტის მქონე მოკლევადიან სესხებ. ყოველთვის ვითვალისწინებთ აპლიკანტის ფინანსურ შესაძლებლობას, რომლის საფუძველზეც ვიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა რაოდენობის თანხა გაიცეს სესხად. აქედან გამომდინარე ყოველთვის არ ვაკმაყოფილებთ დადებითი პასუხით მიღებული აპლიკაციების 100%-ს, რადგან გვსურს, რომ დავრწმუნდეთ მოთხოვნილი თანხა და ვადა შეესაბამება თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს.


თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ onlinecredit.ge-ს სესხით თუ:
  • გესაჭიროებათ თანხა მოკლევადიანი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად.
  • გსურთ სხვადასხვა გადაუდებელი შენაძენის განხორციელება.
  • გაქვთ სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით ან სხვა ბიზნეს საქმიანობის შედეგად და გსურთ შეავსოთ თქვენი საფულე შემოსავლის მიღებამდე.


ნუ ისარგებლებთ onlinecredit.ge- სესხით თუ:
  • გსურთ გრძელვადიანი სასესხო თუ ფინანსური ვალდებულებების მოგვარება.
  • არ გაქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი.
  • თქვენი შემოსავალი ნაკლებია სასესხო ვალდებულებით დაკისრებულ გადასახდელ თანხაზე.

საბანკო რეკვიზიტები

სს თიბისი ბანკი GE76TB7180136080100003
სს საქართველოს ბანკი GE95BG0000000615473800
სს ბანკი რესპუბლიკა GE50BR0000010307470846
სს ლიბერთი ბანკიGE89LB0113137330219000

საიტის რუკა

კონტაქტი

შპს ონლაინკრედიტი, რომლის სავაჭრო სახელია www.onlinecredit.ge რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ს/კ 400094483. მისამართი: თბილისი, ასათიანის ქ. #36ა. სესხის მიღება შეუძლია საქართელოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნებს მსესხებლის კრედიტუნარიანობასთან დაკავშირებით და მისი ასაკი აღემატება 21 წელს. 50 -დან 2000 ლარამდე დღის სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 100%-მდე , შპს ონლაინკრედიტი მესამე პირზე არ გასცემს საკუთარ მსესხებლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ არსებობს სასამართლოს სპეციალური დადგენილება ამ ტიპის ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ასევე კომპანია იტოვებს უფლებას მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მსესხებლების საკრედიტო ისტორიასთან დაკავშრებით სს კრედიტინფო საქართველოს, რათა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და უზრუნველყოს აპლიკანტის დაცვა ფინანსური პრობლემებისგან.
Positive SSL Wildcard
© onlinecredit.ge ყველა უფლება დაცულია