ონლაინ სესხები - მომხმარებლის სახელმძღვანელო

2015-11-08

ონლაინ სესხები - მომხმარებლის სახელმძღვანელო

ონლაინ სესხები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოკლე დროის განმავლობაში გამოასწოროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. მნიშვნელოვანია რომ გახსოვდეთ: ონლაინ კრედიტი რეკომენდირებულია შეზღუდული დროით, რამდენადაც საბანკო სესხებისგან განსხვავებით მცირე სესხები მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევიან.

მომხმარებლის უკეთ ინფორმირების მიზნით, საფინანსო ორგანიზაცია Online Credit-ი გთვაზობთ ინსტრუქციას მცირე სესხების შესახებ. ჩვენ შევეცდებით ნაბიჯ-ნაბიჯ განგიმარტოთ, თუ როგორ შეიძლება მცირე ვადიანი, ხელფასამდე სესხის მიღება, გამოყენება და დაფარვა ისე, რომ მომხმარებელის ყველა უფლება და ინტერესი იქნას დაცული.

1. რა არის მცირე ვადიანი ონლაინ სესხი?

მცრევადიანი სესხები სწრაფი სესხების სახელითაც არის ცნობილი. როცა კრედიტის აღება გსურთ, უნდა შეარჩიოთ ისეთი კომპანია, რომელიც ყველა საკრედიტო ლიცენზიას ფლობს. უმეტეს შემთხვევებში, კრედიტების თანხა 50 ლარიდან იწყება და უფრო მაღლა ადის.

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მცირე სესხების საკვალიფიკაციო სტანდარტები ასე გამოიყურება:

ფიქსირებული მისამართი

მსესხებელს სურს იცოდეს, რომ თქვენ სტაბილური საცხოვრებელი ადგილი გაქვთ.

საბანკო ანგარიში

საბანკო ანგარიში აუცილებელია, რომ მსესხებელმა დამტკიცებული თანხა ჩაგირიცხოთ.

უნდა იყოთ სრულწლოვანი

აუცილებელი პირობაა, რომ სრულწლოვანი იყოთ, სხვაგვარად სესხი არ გაიცემა.

3. კონფიდენციალურობა

მსესხებელი ფირმის კონფიდენციალურობის პოლიტიკა საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, თუ რამდენად დაცული იქნება თქვენი, როგორც მსესხებლის, პირადი მონაცემები.

სანამ სესხის განაცხადს გაადაგზავნიდეთ, გულდასმით გაეცანით საფინანსო კომპანიის მიერ შეთავაზებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

4. პირადი მონაცემების დაცვა

მონაცემების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის ნახვა უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილებაში, ან ხელშეკრულების პირობებში არის შესაძლებელი.

 

5. გაეცანით სესხის პირობებს

სესხის გაცემის პირობები სრულყოფილ ინფორმაციას გაწვდით, თუ როგორ და რა ვადებში უნდა მოახდინოთ კრედიტის გადახდა. სანამ განაცხადს გააკეთებდეთ, გულდასმით გაეცანით პირობებს, რომელიც გამსესხებლის ვებსაიტზე უნდა იყოს განთავსებული.

 

Online Credit-ი შესაძლებლობას გაძლევთ დეტალურად გაეცნოთ ხელშეკრულებას, სადაც ხაზგასმით არის წარმოდგენილი ჩვენი პირობები, ვალდებულებები თქვენს მიმართ და მსესხებელ-გამსეეხებელს შორის პასუიხისმგებლობაზე დამყარებული ურთიერთობა, რაც ჩვენი საფინანსო კომპანიის უმთავარესი პრიორიტეტია.

სესხის პირობების სექციაში თქვენ შეძლებთ იმის გაგებას თუ რა მოითხოვება თქვენგან, იმ შმთხვევაში თუ კომპანია კვალიფიციურ მსესხებლად ჩაგთვლით და დაგიმტკიცებთ განაცხადს. იქვე დეტალურად არის გაწერილი სესხის დაბრუნების ვადები და საპროცენტო განაკვეთი.

6. სესხის კალკულატორი

ყველაზე საინტერესო სიახლე მცირე სესხების ინდუსტრიაში სესხის კალკულატორია. ეს მსესხებელს ეხმარება ზუსტად ის თანხა მიუთთოს, რომლის მიღებაც სურს. იქვე ნახავთ მსესხებელი ფირმის სარგებელს თქვენს მიერ შრჩეული ვადის მიხედვით.

7. როგორ შევავსოთ განაცხადის ფორმა

  • პირველ რიგში კალკულატორზე მიუთითეთ რა თანხის სესხება გსურთ და რა ვადით. როცა დარწმუნდებით, რომ ეს სწორედ ის თანხაა რისი მიღებაც გსურთ, დააჭირეთ ღილაკს - სესხის აღება.
  • მომდევნო ნაბიჯი პირადი ინფორმაციის მიწოდებაა: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მობილური ტელეფონის ნომერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გამსესხებელს ზუსტი წარმოდგენა შეექმნას აპლიკანტზე.
  • მესამე საფეხური თქვენი სამუშაო ადგილისა და მისამართის მითითებაა. ეს გვეხმარება, თქვენი გადამხდელუნარიანობის დადგენაში.
  • განაცხადში უნდა მიუთითოთ საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც უნდა დაგერიცხოთ თანხა.
  • ბოლო ნაბიჯი სესხის განაცხადის დადასტურებაა - უბრალოდ მონიშნეთ შესაბამისი ველები, რაც ნიშნავს რომ ეთანხმებით კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს.

8. პასუხისმგებლობა

როგორც სტატიის დასაწყისშივე ავღნიშნეთ, მცირე სესხები ხანმოკლე მოხმარებისთვის არის გათვლილი. ფინანსური პრობლემების თავიდან ასარიდებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, რომ შემდგომში ჯარიმის გადახდა არ მოგიწიოთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ:

  • აიღეთ კრედიტი მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის: თუ მოულოდნელი ფინანსური დაბრკოლება შეგექმნათ, გამოიყენეთ მცირე სესხი და გადაფარეთ იგი უახლოესი ხელფასის მიღებისთანავე.
  • ავადმყოფბის შემთხვევაში: თუ შეუძლოდ გახდით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობას მიხედოთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობება, ჯანმრთელობის დაზღვევა ან სესხის აღების სხვა გზები.
  • მოახდინეთ თითოელული ნასესხები თეთრის აღრიცხვა: მუდამ აკონტროლეთ რამდენად მიზანმიმართულად იხარჯება ფული. ეს შესაძლებლობას მოგცემთ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებით საკუთარ ვალდებულებებს და თავიდან აირიდებთ გართულებებს, რაც სესხის აღებას შეიძლება მოყვეს.
ძველი სტატია
ახალი სტატია

საბანკო რეკვიზიტები

სს თიბისი ბანკი GE76TB7180136080100003
სს საქართველოს ბანკი GE95BG0000000615473800
სს ბანკი რესპუბლიკა GE50BR0000010307470846
სს ლიბერთი ბანკიGE89LB0113137330219000

საიტის რუკა

კონტაქტი

შპს ონლაინკრედიტი, რომლის სავაჭრო სახელია www.onlinecredit.ge რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ს/კ 400094483. მისამართი: თბილისი, ასათიანის ქ. #36ა. სესხის მიღება შეუძლია საქართელოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნებს მსესხებლის კრედიტუნარიანობასთან დაკავშირებით და მისი ასაკი აღემატება 21 წელს. 50 -დან 2000 ლარამდე დღის სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 100%-მდე , შპს ონლაინკრედიტი მესამე პირზე არ გასცემს საკუთარ მსესხებლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ არსებობს სასამართლოს სპეციალური დადგენილება ამ ტიპის ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ასევე კომპანია იტოვებს უფლებას მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მსესხებლების საკრედიტო ისტორიასთან დაკავშრებით სს კრედიტინფო საქართველოს, რათა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და უზრუნველყოს აპლიკანტის დაცვა ფინანსური პრობლემებისგან.
Positive SSL Wildcard
© onlinecredit.ge ყველა უფლება დაცულია