ონლაინ კრედიტის საიტზე onlinecredit.ge (შემდგომში მოხსენიებული როგორც „საიტი“) დარეგისტრირება და მისი ნებისმიერი გამოყენება გულისხმობს რომ ეთანხმებით საიტის გამოყენების პირობებს. საიტი onlinecredit.ge არის შ.პ.ს ონლაინ კრედიტის ერთადერთი ოფიციალური გვერდი და მხოლოდ მასზე განთავსებული ინფორმაცია ასახავს სრულყოფილად კომპანია ონლაინ კრედიტის მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებსა და პირობებს. ონლაინ კრედიტს უფლება აქვს შეცვალოს ან განაახლოს საიტის შიგთავსი სპეციალური გაფრთხილების გარეშე. შ.პ.ს. ონლაინ კრედიტი, მისი წარმომადგენლები და თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი საიტის წვდომის ან მისი გამოყენების შედეგად მიღებულ ნებისმიერი ზარალსა ან ზიანზე. საიტზე არსებულმა ბმულებმა შეიძლება გაგიყვანოთ ონლაინ კრედიტის საიტიდან სხვა მისამართზე. ასეთი ტრაფიკი არ კონტროლდება ონლაინ კრედიტის მიერ და პასუხიმგებლობა მიმართულების საიტის შიგთავსზე არ ეკისრება მას. ონლაინ კრედიტი იღებს ყველა შესაძლო ზომას რომ გაწმინდოს საიტი კომპიუტერული ვირუსებისგან, თუმცა ვერ იძლევა გარანტიას რომ საიტზე არცერთ მოცემულ მომენტში არ მოიპოვება კომპიუტერული ვირუსები.ონლაინ კრედიტი გირჩევთ დაიცვათ უსაფრთხოების ყველა პარამეტრი, მათ შორის კომპიუტერის აღჭურვა მოქმედი ანტივირუსით. ყველა ინტელექტუალური და სხვა საკუთრების უფლება, სამარკო ნიშნები და ბრენდის სახელები საიტზე ეკუთხვნის შ.პ.ს.ონლაინ კრედიტს ან მასთან დაკავშირებულ პირებს. არცერთი საკუთრების უფლება არ შეიძლება იყოს ნებისმიერი გზით გადაცემული სხვა პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა მოცემულ ინფორმაციასთან. ონლაინ კრედიტს უფლება აქვს ნებისმიერ მომენტში განაახლოს საიტის გამოყენების წესები ამიტომ მომხმარებლებს ვთხოვთ, საიტის ყოველი გამოყენების წინ ესტუმრონ ამ სექციას და შეიტყონ მოქმედი წესების შესახებ. არსებული საიტის გამოყენების წესები შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის ნორმატიულ აქტებთან, ნებისმიერი დავა ამ თემასთან დაკავშირებით რეგულირდება იმავე ნორმატიულ აქტების მიხედვით.