გზა ჰავალადან - ონლაინ სესხებამდე

2016-04-27

ჰავალა ეს გახლავთ ფულის სესხების უძველესი მეთოდი, რომელიც უკვე საუკუნეებია გამოიყენება. ფულადი ტრანზაქციები ჰავალას ბროკერებსა და მომხმარებლებს შორის ყოველგვარი წერილობითი ხელშეკრულებების გარეშე ხორციელდება. სისტემა თავიდან ბოლომდე ნდობის ფაქტორზეა დამყარებული.


რა არის ჰავალას საფუძვლები და როგორ მოახერხა ფულის გასესხების ამ უძველესმა ფორმამ თანამედროვე საკრდიტო სისტემაში ადაპტირება?


სიტყვა “ჰავალა” ითაგმნება როგორც “გადაცემა”. ფულის გასესხების ამ სისტემის მთავარი პრინციპი საბუთომანიის გარეშე კრედიტის გაცემაა. მსგავსი პრაქტიკა უკვე მრავალი საუკუნეების განმავლობაში ძირითადად არაბულსა და სხ. აზიის ქვეყნებში გამოიყენება.


ონლაინ სესხების აბრეშუმის გზა

ნდობაზე დაფუძვნებული საკრედიტო ქსელი


ჰავალა თითოეულ ოპერაციაზე ორი შუამავლის (ბროკერის) თანამონაწილეობას ითვალისწინებს, რომლებიც გაცემული თანხიდან მცირე პროცენტს ღებულობენ. ერთი ბროკერი წარმოადგენს გამსესხებელს, ხოლო მეორე - მსესხებელს. გამსესხებელი საკუთარ შუამავალას აწვდის პაროლს, რომელიც თანხის მისაღბად გამოიყენება. შემდგომ გამსესხებლის ბროკერი მსესხებლის წარმომადგენელს უკავშირდება, რომელსაც ატყობინებს ამ პაროლს, ხოლო ის თავის მხრივ საკუთარი კლიენტის ინფორმირებას ახდენს. ამის შემდეგ მსესხებელი ამავე პაროლს უბრუნებს გამსესხებლის შუამავალს, იკვრება წრედი და ხდება თანხის მიღება.


ჰავალაში არ არის საჭირო ხელმოწერილი ხელშეკრულებები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საკომისიოც საკმაოდ დაბალია. საჭიროა მხოლოდ ნდობა ორ მხარეს შორის.


შუამავლები პასუხისმგებელნი არიან სესხის უკან დაბრუნებაზე. ხშირად ხდება, რომ გამსესხებელთან შეთანხმებით სესხის დაქვითვა რამე ნივთის ან გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ხორციელდება.


ჰავალა ეს არის ფულის სესხების ალტერნატიული სისტემა, რომელიც აწყობილი საბანკო სისტემის მიუხედავად დასავლურ ქვეყნებშიც ხშირად გამოიყენება, ძირითადად აზიური წარმოშობის ემიგრანტებს შორის.


ფულის ბრუნვის ეს მეთოდი უკვე საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ხერხი სესხის გაცემის ლეგიტიმური საშუალებასაც კი წარმოადგენს. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო მთვარობებს არ მოსწონთ ფულის ბრუნვის მსგავსი ფორმა, რადგან ვერ ხერხდება თანხების კონტროლი და დაბეგვრა.


ონლაინ სესხები - დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბევრ ქვეყანაში მსგავის სისტემა უკანონოდ არის მიჩნეული, რადგან ხშირია ფულის გათეთრების ფაქტები და ტერორზიმის დაფინანსების საფრთხე.


ჰავალადან ონლაინ სესხებამდე


ისევე როგორც ჰავალაში, ონლაინ კრედიტების გაცემის დროს ნდობის ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში ძალიან დიდი კონკურენციაა ონლაინ გამსესხებლებს შორის. შეგიძლიათ უბრალოდ დაგუგლოთ საძიებო სიტყვა "ონლაინ კრედიტი" და ძიების შედეგებში იხილავთ უამრავ კომპანიას, რომლებიც კრედიტებს გთავაზობენ.


ჰავალასგან განსხვავებით, ონლაინ სესხებს მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ, რამდენადაც ისინი მომსახურების მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული.


რამდენია ონლაინ სესხების - ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

კომპანიების შემოსავალიც საკმაოდ მაღალია, განსაკუთერებით ისეთი ონლაინ გამსესხებლების, რომლებიც კარგად იყენებენ ყველაზე მოწყვლადი სოციალური ფენების ეკონომიკურ მდგომარეობას და ხშირად ჯეროვანი შემოწმების გარეშე უმტკიცებენ კრედიტს. კომპანიის მხრიდან მსგავსი უპასუხიმგებლო მიდგომა აზარალებს როგორც გამსესხებელს, ისე მსესხებელს და ზოგადად, ამ ბიზნენესის რეპუტაციას და ხშირად სამართლებრივი დავების მიზეზი ხდება.


საბედნიეროდ არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც მეტი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ კლიენტებს. კომპანია ონლაინ კრედიტმა სპეციალური კონცეფციაც კი შეიმუშავა ამ მიმართულებით, რომელსაც "პასუხისმგებლობაზე დამაყრებული ურთიერთობები" ეწოდა. ეს ნიშნავს, რომ ყველა აპლიკანტი გადის მაქსიმალური შემოწმების პროცედურას, რომ მოხდეს რისკის მინიმუმადე შემცირება და შემდგომში არცერთი მხარე არ დაზარალდეს.


განახლებული Online Credit-ი - პასუხიმგბელობაზე დამყარებული ურთიერთობები

ონლაინ კრედიტი საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდება და მუდამ ცდილობს, რომ ინფორმირებული ამყოფოს საკუთარი მომხმარებელი, მანამ სანამ იგი სესხის აღების გადაწყვეტილებას მიიღებს.


კომპანია ონლაინ კრედიტი არის თქვენი სანდო პარტნიორი მოკლევადიანი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური საბონუსე სისტემაც - თუ მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და მინიმუმ 25 დღით მაინც სარგებლობს აღებული კრედიტით, მას ავტომატურ რეჟიმში დაუმტკიცდება მოთხოვნა, ხოლო ყოველ მომდევნი სესხზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს, რაც საბოლოო ჯამში 45%-ით შეუმცირებს საპროცენტო ხარჯებს.


10 მიზეზი რატომაც უნდა ისარგებლოთ ონლაინ კრედიტის მომსახურებით

ასევე კომპანია საკუთარ ერთგულ მომხმარებელს 2 000 ლარამდე 5 თვიან სესხს სთავაზობს, რომლის დაფარვა თანაბარი გადახდებით არის შესაძლებელია, რაც კიდევ ერთი ნოვაციაა ონლაინ სესხების სექტორში.


ონლაინ კრედიტის არსებული სტრატეგია და სამომავლო მიზნები მომხმარებელთან ჰარმონიული ბიზნეს ურთიერთოიბების დამყარებაა, რაც საქმის პასუხისმგებლობით წარმოებას და სასესხო პროდუქტების კლიენტის ინტერესებზე მორგებას გულისხმობს.

ძველი სტატია
ახალი სტატია

საბანკო რეკვიზიტები

სს თიბისი ბანკი GE76TB7180136080100003
სს საქართველოს ბანკი GE95BG0000000615473800
სს ბანკი რესპუბლიკა GE50BR0000010307470846
სს ლიბერთი ბანკიGE89LB0113137330219000

საიტის რუკა

კონტაქტი

შპს ონლაინკრედიტი, რომლის სავაჭრო სახელია www.onlinecredit.ge რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ს/კ 400094483. მისამართი: თბილისი, ასათიანის ქ. #36ა. სესხის მიღება შეუძლია საქართელოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნებს მსესხებლის კრედიტუნარიანობასთან დაკავშირებით და მისი ასაკი აღემატება 21 წელს. 50 -დან 2000 ლარამდე დღის სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 100%-მდე , შპს ონლაინკრედიტი მესამე პირზე არ გასცემს საკუთარ მსესხებლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ არსებობს სასამართლოს სპეციალური დადგენილება ამ ტიპის ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ასევე კომპანია იტოვებს უფლებას მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მსესხებლების საკრედიტო ისტორიასთან დაკავშრებით სს კრედიტინფო საქართველოს, რათა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და უზრუნველყოს აპლიკანტის დაცვა ფინანსური პრობლემებისგან.
Positive SSL Wildcard
© onlinecredit.ge ყველა უფლება დაცულია