ონლაინ სესხების აბრეშუმის გზა

2016-04-20

კომპანია ონლაინ კრედიტი მომხმარებლის ინფორმირების მიზნით უკვე 6 თვეზე მეტია აწარმოებს კამპანიას და ამ კამპანიის ფარგლებში გვინდა შემოგთავზოთ კიდევ ერთი სტატია, ამჯერად სესხების წარმოშობის ისტორიის შესახებ.


თანამედროვე საბზრო ეკონომიკამდე მოსასვლელად დიდი გზა განვლო კაცობრიობამ, რომელიც პრიმიტიული ბარტერული გაცვლით დაიწყო და ონლაინ ანგარიშსწორების სისტემამდე მოვიდა. მოდით ერთად გავიაროთ უძველესი აბრეშუმის გზა და თვალი გადავავლოთ მოკლე ისტორიულ რაკურსს, თუ როგორ იქმნებოდა თანამედროვე ფინანსური სისტემა.


ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტი, რომელიც ცნობილია როგორც “აბრეშუმის გზა” გახდა გზამკვლევი და მთავარი ხიდი ევროპის, აზიისა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნებს შორის. მეცამეტე და მეთოთხმეტე საუკუნეებში ამ ორ კონტინენტს შორის ამ გზით ხდებოდა ტვირთბრუნვა და სავაჭრო ურთიერთობების დალაგება. მთვარი სავაჭრო მასალა თავდაპირველად აბრეშუმი იყო, რომლის პირველშემქნელები, ჩინელები, გულდასმით იცავდნენ მისი წარმოებისა და დამუშავების საიდუმლოს.


გეოგრაფიული ადგილმდებარეობით აბრეშუმის გზა ჩინეთისა და ინდოეთის, შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის დამაკავშირებელი მარშრუტი იყო. ამ არეალში მოხვედრილმა თითოეულმა ქვეყანამ აბრეშუმის რაღაც ახალი ფასონი შესძინა სამყაროს, რომლის გაყიდვითაც მყარდებოდა პირდაპირი სავაჭრო კავშირები ევროპასთან და პირიქით.


ონლაინ სესხები - მომხმარებლის სახელმძღვანელო

სარგებლიანი სესხების წარმოშობა


აბრეშუმის გზაზე გაჩნდნენ ახალი ქალაქები და დასახლებები. ამ გზის მეშვეობით მსხვილფეხა პირუტყვის, სხვადასხვა სანელებლების, პარფიუმერიისა და წამლების ტრანსპორტირება ხდებოდა. ამ ქსელში ჩართულ უამრავ ადამიანს აბრეშუმის გზამ მატერიუალური კეთილდღეობა, ახალი ბაზრები, სალპარაკო ენები და რელიგიები მოუტანა.


სესხის სარგებლით გაცემა მაშინდელი კომერციული ურთიერთობების ახალ ნორმად იქცა. ამას დაემატა სოციალური ასპექტი და სასულიერო სწავლებები, რომლებიც ახალ იდეებს ავრცელებდნენ კომერციულ საქმიანობაში პროცენტიანი სესხის გამოყენებაზე.


მოხდა არაბული ნუმეროლოგიიის სისტემის, ბუღალტრული აღრიცხვიანობის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაზიარება. ასევე, ისეთი დიდი ფილოსოფოსების ნაშრომების გლობალური განვრცობა, როგორებიც არისტოტელე და პლატონი იყვენენ.


არის თუ არა ონლაინ სწრაფი სესხები თქვენთვის?

მზარდი მოთხოვნის გაჩენა კაპიტალზე


აბრეშუმის გზის სავაჭრო აქტივობამ დიდი მოთხოვნა გააჩინა კაპიტალზე. ევროპაში წარმოიშვნენ ადამიანები, რომლებიც ეწეოდნენ ფულის სარგებლით გასესხებას და ასე აკმაყოფილებდნენ ახალშექმნილი ბაზრის გაზრდილ მოთხოვნებს. ამან გამოიწვია ეკონომიკის სწრაფი ზრდაც.


თამასუქი


შუა საუკუნეების კაპიტალიზმის განვითარებაში ყველაზე მთავარი ინოვაცია გახლდათ ფულის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მაგალითი - თამასუქი. იგი თანამედროვე ჩეკის წიგნაკის წინაპარადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი სახელი არაბული სიტყვა “საქ”-იდან მოდის. თამსუქი ეს არის ხელწერილი, რომელზეც გავლენიანი მოვაჭრის ხელმოწერაა დატანილი. მეცამეტე - მეთოთხმეტე საუკუნის მოვაჭრეებს ანგარიშსწორება მისი საშუალებით შეეძლოთ ეწარმოებინათ.


ონლაინ სესხების - ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ბანკების წარმოშობა


სავაჭრო ოჯახები (სახლები), რომლებიც თამასუქის გარანტად გვევლინებოდნენ, მალე შუა საუკუნეების პირველ ბანკირებად გადაიქცნენ. ვაჭარი ბანკირისგან გარკვეული პროცენტით სესხულობდა თანხას და სხავადასხვა ქვეყნების ვალუტის გაცვლითი კურსების მანიპულაციისა და გაყიდული საქონლის მონაგების ხარჯზე სრულად აბრუნებდა კრედიტს.


მსგავსი ეკონომიკური ურთიერთობები იქცა თანამედროვე ფინანსური სისტემის საფუძვლად და შემდგომში უფრო დახვეწილი სახე მიიღო.


აბრეშუმის გზის ეთიკური ასპექტები - დებატები პირველ საუკუნეებში


ფულის სარგებლით გაცემა საკმაოდ მკაცრ კრიტიკას შეხვდა ანტიკურ საბერძნეთში არისტოტელეს მხრიდან (384–322 ძვ. წ.) ბერძენი ფილოსოფოსის აზრით, ფულის გასესხების მსგავსი მეთოდი არაბუნებრივი და უსამართლოა. თავის ნაშრომში “პოლიტიკა” ის წერს:


“ყველაზე არასასურველი ფორმა ფულის გამოყენების, ეს ვახშის გაცემაა. მისი გამოყებნება არაპირდაპირი დანიშნულებით ხდება. ფული გათვლილია გაცვლისთვის და არა პროცენტის მისაღებად… გამდიდრების მსგავსი გზა არაბუნებრივია!”- ასკვნის არისტოტელე.


არისტოტელე არ ითვალისწინებს იმას, რომ გასესხებული თანხა გარკვეული პერიოდის შემდეგ კარგავს ღირებულებას, თუ იგი შესაბამის ბრუნვაში არ მოხვდა. საპროცხენტო განაკვეთი კი დროის ღირებულებაა, რომლითაც მსესხებელი სარგებლობს, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება ამ თანხის სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაში ინვესტირება და მისგან მოგების მიღება.


ქრისტიანული პოზიცია ფულის პროცენტით გასესხებაზე


ქრისტიანების პოზიცია ფულის პროცენტიან დაბანდებაზე შუასაუკნეებიდან მოყოლებული ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ეს მოსაზრება რიგ ქვეყნებში დღესაც დომინირებს. ეკლესია თავიდანვე ეწინაააღმდეგებოდა მსგავს ფულად ოპერაციებს. კარლოს დიდის (768-814) მეფობის პერიოდში ეკლესიამ აკრძალა ფულის პროცენტით დაბანდება.


1139 წელს მეორე ლათერანულმა საბჭომ, რომელიც რომში გაიმართა, სესხის პროცენტით გაცემა ძარცვად გამოაცხადა და მისი სრული აკრძალვა მოითხოვა.


1311 წელს ვენის საეკლესიო საბჭომ საჯაროდ განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც ფულის პროცენტით გასესხებას ცოდვად არ აღიარებდა, დასჯილი იქნებოდა როგორც ერეტიკოსი.


მსგავს დამოკიდებულებას სესხების მიმართ მედლის მეორე მხარეც აქვს და ეს მეორე მხარე თვით ბიბლიის ძველი აღთქმაა.


ონლაინ სესხები - დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბიბლია ნებას რთავს ებრაელებს, რომ არაებრაელებზე სარგებლით გაასესხონ ფული


შუა საუკუნეების განმავლობაში ბიბლია სიბრძნის უმთავრეს წყაროდ მიიჩნეოდა. ბიბლია ეწინააღმდეგება სარგებლიან სესხებს. ძველ აღთქმაში უფალი ეუბნება ებრაელებს - “თუ ვახშით გასცემს და სარგებელს იღებს, ვერ იცოცხლებს ის... ის უეჭველად მოკვდება. მისი სისხლი მასზევე იქნება...” - ეზეკიელი 18:13


იმავე ძველი აღთქმის მიხედვით, არაებრაელისთვის ფულის მიცემა არ არის აკრძალული. აი რას ვკითხულობთ მეორე რჯულის კანონ 23:19-20-ში


"19 - არ ასესხო შენს მოძმეს ვახშით - არც ვერცხლი, არც საჭმელი, არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება. 20 - უცხოტომელებზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს არ ასესხო ვახშით, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელ შენს ნაამაგარში იმ ქვეყანაში, რომელშიც შენ შედიხარ დასამკვიდრებლად."


1290 წელს ინგლისის მეფე ედვარდ პირველმა, სარგებლიანი სესხების გაცემის გამო ქვეყნიდან გააძევა ებრაელები, რომლებიც მე-17 საუკუნემდე აღარ დაბრუნებულან უკან. ერთმა კათოლიკე არქიეპისკოპოსმა ეს ფაქტი ასე შეაფასა: “თანხა რომელსაც ისინი (ებრაელები) სესხად გასცემენ, ექვივალენტია იმ შეშის რაოდენობის, რომელზეც ისინი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებიან.”

სარგებლიანი სესხის გაცემა როგორც იარაღი


ფულის სესხება ეს არის იარაღი, რომელიც შეიძლება შენი მტრის წინააღმდეგ გამოიყენო, ასე სჯეროდათ შუა საუკუნეების ქრისტიანებს. როცა თავად გასცემ ფულს, ამით უპირატესობას მოიპოვებ მოვალეზე, ფიქრობდნენ ისინი.


ასეთმა აბუსრდულმა მიდგომებმა იქამდე მიყვანა მაშინდელი ჯვაროსნები, რომლებიც რომის პაპის მიერ სანქცირებულ რელიგიურ ომს აწარმოებდნენ მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ. რომ ომის პერიოდში საკუთარ მტრებს, სარკინოზებს (მაჰმადიანების მიმართ გამოყენებული ფართოდ გავრცელებული ტერმინი) აძლევდნენ სესხს.

თანამედროვე მიდგომები


თანამედროვე სამყარო მკვეთრად განსხვავდება შუა საუკუნეებისგან, თუმცა დღესაც კი, სამომხმარებლო საზოაგადოების გეომეტრიული სისწრაფით ზრდის პირობებში, ხშირად ვაწყდებით ისეთ დამოკიდებულებებს სესხების მიმართ, როცა თავისუფლად შეიძლება გაგვავლოთ პარალელები შუასაუკუნეობრივ მიდგომებთან.


ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ არა რელიგიურ ფანატიზმზე, არამედ უფრო ზედაპირულ დამოკიდებულებაზე, რომელსაც მომხმარებელი ფინანსების ხარჯვისას იჩენს.


განახლებული Online Credit-ი - პასუხიმგბელობაზე დამყარებული ურთიერთობები

ამ თემის დაწვრილებით განხილვას მომდევნო სტატიებში შემოგთავაზებთ. მანამდე კი, კომპანია ონლაინ კრედიტი დაბეჯითებით გირჩევთ.


სანამ ჩვენთან სესხს აიღებდეთ, აუცილებლად გაეცანით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თქვენს უფლებებსა და ვალდებულებებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება!

ძველი სტატია
ახალი სტატია

საბანკო რეკვიზიტები

სს თიბისი ბანკი GE76TB7180136080100003
სს საქართველოს ბანკი GE95BG0000000615473800
სს ბანკი რესპუბლიკა GE50BR0000010307470846
სს ლიბერთი ბანკიGE89LB0113137330219000

საიტის რუკა

კონტაქტი

შპს ონლაინკრედიტი, რომლის სავაჭრო სახელია www.onlinecredit.ge რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ს/კ 400094483. მისამართი: თბილისი, ასათიანის ქ. #36ა. სესხის მიღება შეუძლია საქართელოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნებს მსესხებლის კრედიტუნარიანობასთან დაკავშირებით და მისი ასაკი აღემატება 21 წელს. 50 -დან 2000 ლარამდე დღის სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 100%-მდე , შპს ონლაინკრედიტი მესამე პირზე არ გასცემს საკუთარ მსესხებლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ არსებობს სასამართლოს სპეციალური დადგენილება ამ ტიპის ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ასევე კომპანია იტოვებს უფლებას მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მსესხებლების საკრედიტო ისტორიასთან დაკავშრებით სს კრედიტინფო საქართველოს, რათა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და უზრუნველყოს აპლიკანტის დაცვა ფინანსური პრობლემებისგან.
Positive SSL Wildcard
© onlinecredit.ge ყველა უფლება დაცულია